LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ამჟამინდელ პოლიტიკას კარგი არაფერი მოაქვს არც რუსეთისთვის და არც მისი მეზობლებისთვის – გიორგი მარგველაშვილი

37

საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა ღია დისკუსიაში პოლონეთისა და მაკედონიის პრეზიდენტებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

პრეზიდენტმა ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებზეც ისაუბრა.

„რუსეთის მხრიდან ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების გამო ვისჯებით. ეს მოხდა 2008 წელს ჩვენი ტერიტორიების ძალისმიერი ოკუპაციით. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე ისწრაფვის ისტორიული ოჯახში, ევროპაში დაბრუნებისკენ, მაგრამ არსებობს ტენდენცია, რომ საქართველოს მსგავს ნაბიჯებს რუსეთის მხრიდან მწვავე რეაქცია მოსდევს. რუსეთის ამჟამინდელ პოლიტიკას არ მოაქვს არაფერი კარგი არც რუსეთისთვის და არც მისი მეზობლებისთვის. რუსეთისთვის მხოლოდ მომგებიანი იქნება ძლიერი, ევროკავშირის წევრი მეზობელი. რუსეთი რაციონალურ დიალოგზე დათანხმება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის ქვეყნების ინტერესებში შედის. ვფიქრობ, ოდესმე ეს შესაძლებელი იქნება,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კრინიცას ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში კონფერენციის მონაწილე მაღალი რანგის სტუმრებისათვის გალა-დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილი დააჯილდოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები