LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის არჩევნების გამო, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვარი დაიკეტა

88

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების გამო, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარზე გამშვები პუნქტები დროებით დახურა.

ინფორმაციას „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ე.წ. საზღვარზე გამშვები პუნქტი უსაფრთხიების მიზნით დაიხურა.

პუნქტის მუშაობა 19 მარტს დილის 6 საათიდან აღდგება.

„სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ღონისძიებების ჩატარების პერიოდის განმავლობაში, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გამო, 17 მარტის 21:00 საათიდან დროებით შეჩერდა მოქალაქეთა გადაადგილება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის ადგილებში. გამშვები პუნქტების მუშაობა 19 მარტის 06:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები