LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ელჩი გაეროში აშშ-ს, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს, არ მიიყვანონ მსოფლიო სახიფათო ზღვრამდე

21

რუსეთი ამერიკას, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს, არ მიიყვანონ მსოფლიო სახიფათო ზღვრამდე და სირიაში არსებული სიტუაციიდან მშვიდობიანი გამოსავალი იპოვონ. ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაეროში რუსეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა.

„მოვლენები სახიფათო სცენარით ვითარდება, რომელიც გლობალურ უსაფრთხოებას შორს მიმავალი შედეგებით ემუქრება. მთელი პასუხისმგებლობა ასეთ შემთხვევაში დააწვება ამერიკასა და მის მოკავშირეებს. სამწუხაროა, რომ ბებერი ევროპა განაგრძობს საკუთარი სახის დაკარგვას“, – განაცხადა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში.

მისი თქმით, რუსეთი ამერიკის ხელისუფლებასა და მის მოკავშირეებს, კერძოდ, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გონს მოეგონ, დაუბრუნდნენ საერთაშორისო სამართლებრივ მინდორს და არ მიიყვანონ მსოფლიო სახიფათო ზღვრამდე.

„საჭიროა სასწრაფოდ მოიძებნოს მშვიდობიანი მიდგომა კოლექტიური ძალისხმევის ფარგლებში. რუსეთი მზადაა თანაბარუფლებიანი თანამშრომლობისთვის ყველა პარტნიორთან და წარმოქმნილი საკითხების დიალოგის გზით მოსაგვარებლად. ჩვენ შეურყევლად მიმართული ვართ სირიაში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ ცნობილ საერთაშორისო საფუძველზე და განვაგრძობთ აქტიურ ძალისხმევას ამ მიმართულებით და ამისკენ მოვუწოდებთ ყველა პარტნიორსაც“, – განაცხადა ნებენზიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები