LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის გენშტაბი – წინასწარი ინფორმაციით, სირიაში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედროებს შორის მსხვერპლი არ არის

79

აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ გაშვებული 103 ფრთიანი რაკეტიდან სირიამ 71 რაკეტა წარმატებით ჩამოაგდო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა სერგეი რუდსკოიმ განუცხადა.

„არსებული ინფორმაციით, სულ 103 ფრთიანი რაკეტა იყო გამოყენებული. სირიის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა 71 ფრთიანი რაკეტა ჩამოაგდეს. წინასწარი ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედროებს შორის მსხვერპლი არაა“, – განაცხადა რუდსკოიმ.

მისივე თქმით, აშშ-სა და მისი მოკავშირეების ქმედებები საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში სირიის წარმატებებზე რეაქციას წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები