LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს განუყოფელი ნაწილია – ჰიზერ ნაუერტი

88

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა.

ჰიზერ ნაუერტის თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

„ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება, რომელიც ცუდ რჩევას წარმოადგენს, არ შეცვლის რეალობას ან ჩვენს პოზიციას ამ საკითხზე,“ – განმარტა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

სირიის არაბულმა რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა გუშინ აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცესი დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები