LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის მხარე თავს ვერ აარიდებს ამ ტრაგიკულ ფაქტზე პასუხისმგებლობას – ზურაბ აბაშიძე

68

“ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, არა ზოგადი კომენტარები, არამედ კონკრეტული ნაბიჯი და ოჯახისთავის ცხედრის დაუყოვნებლივ გადაცემა,” – ასე ეხმაურება პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, სერგეი ლავროვის უწყების განცხადებას.

აბაშიძე აცხადებს, რომ მცდელობის მიუხედავად რუსული მხარე არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს.

„რუსეთის მხარე ფაქტობრივად ცდილობს, გაემიჯნოს ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს და გამოთქვამს მხოლოდ მწუხარებას. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, არა ზოგადი კომენტარები, არამედ კონკრეტული ნაბიჯი და ოჯახისთავის ცხედრის დაუყოვნებლივ გადაცემა.

რუსეთის მხარე თავს ვერ აარიდებს ვერანაირად პასუხისმგებლობას ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით. მან უპირველეს ყოვლისა, უნდა უზრუნველყოს ცხედრის დაუყოვნებლივ გადაცემა ოჯახისათვის“- აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები