LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის პირობებში, აშშ-სთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია – პრემიერი

51

“დღეს, როდესაც არაერთი სახელმწიფო და განსაკუთრებით რუსეთი, ჰიბრიდული ომის წარმოებისას აქტიურად იყენებს სხვადასხვა საშუალებებს და როცა სტრატეგიული კომუნიკაცია პირდაპირ პოლიტიკის წარმოების უმძლავრესი იარაღი გახდა, ჩვენი ქვეყნისთვის აშშ-სთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ტრენინგების პროგრამის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ელჩ იან კელის და საელჩოს, რომლის ფინანსური მხარდაჭერით პროგრამა განხორციელდება.

“ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის გვერდში უდგას საქართველოს და ვფიქრობთ, ეს პროგრამა ამ განსაკუთრებული მეგობრობის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. მინდა, პირადად ბატონ იან კელის გადავუხადო მადლობა თანადგომისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს რეგიონებში ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაცია გაუმჯობესდეს. მინდა, მოვუწოდო ჩვენს ყველა თანამშრომელს, სრულად გამოიყენონ ამ ტრენინგის შესაძლებლობები და მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთონ ტრენინგის პროცესში. ვფიქრობთ, ეს პროგრამა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სტრატეგიულ კომუნიკაციას, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში და ეს იქნება არა მხოლოდ კომუნიკაციის გაუმჯობესების პროგრამა, არამედ გარკვეული კვლევის საშუალება, რათა მოხდეს შემდეგ ამ კვლევების გასაჯაროება და საზოგადოებრივი აზრის სწორად ფორმირება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ტრენინგები სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის ფარგლებში ტარდება. პროექტი საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების გაძლიერებას, არსებული კომუნიკაციისა და კოორდინაციის სისტემების გაუმჯობესებას და კომუნიკაციის სპეციალისტების, შესაბამისი საჯარო მოხელეების უნარ-ჩვევების ამაღლებას ისახავს მიზნად.

პროგრამის დაწყების ცერემონიაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ და საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა ლევან დოლიძემ მიიღეს მონაწილეობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები