LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატს საფრთხე ემუქრება

44

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, დასავლეთის ქვეყნები რუსეთში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ჩაშლას ეცდებიან. სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორმა საკმაოდ ხმამაღალი განცხადება რუსულ საინფორმაციო სააგენტო ТАСС-თან საუბარში გააკეთა. ზახაროვას განცხადებით, დასავლეთი აუცილებლად ეცდება მსოფლიო ჩემპიონატის ჩაშლას, რომელიც 2018 წელს რუსეთში უნდა გაიმართოს.

”რამდენიმე ხნის შემდეგ ჩვენ ვნახავთ დასავლეთის ქმედებებს აღნიშნული მიმართულებით. ისინი გამოიყენებენ ყველა შესაძლო საინფორმაციო საშუალებას, გავლენას მოახდენენ საზოგადოებრივ აზრზე, სხვადასხვა სახის, მრავალფეროვანი სიურპრიზები გველის. მიზანი რასაკვირველია ერთი იქნება – მსოფლიო ჩემპიონატის ჩაშლა”, – აცხადებს ზახაროვა.

მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატს 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით რუსეთის 11 ქალაქი უმასპინძლებს, მიმდინარე წლის ივნისში კი ქვეყანაში კონფედერაციის თასის გათამაშება გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები