LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატს ტერაქტებით ემუქრებიან

68

ბრიტანელი ანალიტიკოსები რუსეთში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დროს ტერაქტებს პროგნოზირებენ. კომპანია IHS-ის ექსპერტები ფიქრობენ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ მუნდიალის დროს პოზიციების გამყარებას შეეცდება.

„წარმატებული თავდასხმა რუსეთში პროპაგანდისტული კუთხით ხელს შეუწყობდა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისა და მათი მხარდამჭერების პოზიციების გამყარებას და მათი მხრიდან საერთაშორისო ასპარეზზე მომავალ საფრთხეს გაუსვამდა ხაზს“, – ნათქვამია ანალიტიკოსების ანგარიშში.

საფეხბურთო ჩემპიონატში ირანისა და საუდის არაბეთის ნაკრების მონაწილეობა რადიკალებისთვის დამატებითი სტიმულია.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთის 11 ქალაქში (12 სტადიონზე) 14 ივნისიდან 15 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები