LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის მუნდიალს უცხო ქვეყნის პოლიცია დაიცავს

40

მსოფლიოს ჩემპიონატზე არეულობების თავიდან ასაცილებლად რუსულ პოლიციასთან ერთად 30-ზე მეტი ქვეყნის პოლიციელები იმუშავებენ.
სამართალდამცავთა დელეგაციები საერთაშორისო პოლიციური თანამშრომლობის ცენტრში დაბინავდებიან და თანამემამულეთა ქცევას გააკონტროლებენ.

ინგლისელ პოლიციელთა დელეგაციის ხელმძღვანელის, ჯოზეფ სტოუკის განცხადებით, პოლიციელები მუშაობას ჯერ კიდევ რუსეთში ჩასვლამდე, აეროპორტებიდანვე იწყებენ. მათ ევალებათ აეროპორტშივე აღმოაჩინონ ის პირები, რომლებმაც შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებზე არეულობა გამოიწვიონ და ასეთ ადამიანებს ქვეყნის დატოვების ნება არ მისცენ.

რუსეთის ტერიტორიაზე პოლიციელები ყველა იმ ქალაქში ჩავლენ, სადაც ინგლისის ნაკრები ითამაშებს და ინგლისელი ფანების ქცევას თვალყურს მიადევნებენ.

ასეთ ფორმატში საერთაშორისო პოლიციური თანამშრომლობის ცენტრები მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა მასპინძელ ქვეყანაში მუშაობენ. იმ ქალაქებში, სადაც მატჩები ჩატარდება, საგრძნობლად გაიზრდება უსაფრთხოების ზომები. ძალოვანი სტრუქტურები მასპინძელ ქალაქებში უსაფრთხოების დასაცავად გაზრდილი უფლებამოსილებით იმოქმედებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები