LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის პოზიცია რეალურ საფრთხეს უქმნის ტვირთბრუნვის მონიტორინგის შეთანხმების რეალიზაციას – ზურაბ აბაშიძე

43

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის, განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი, ტვირთბრუნვის მონიტორინგის შესახებ 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების ინტერპრეტაციას ახდენს, რაც ყოვლად მიუღებელია და რეალურ საფრთხეს შეუქმნის ხელშეკრულების რეალიზაციას.

ქართულმა მხარემ გასული წლის დეკემბერში უკვე გააფორმა შესაბამისი კონტრაქტი შვეიცარიულ კომპანიასთან, რითაც ჩვენი კონსტრუქციული მიდგომა კვლავ დავადასტურეთ. ასე რომ, ახლა რუსეთის მხარემ უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯი. სამწუხაროდ, გრიგორი კარასინის ინტერვიუში ჩვენ ამოვიკითხეთ 2011 წლის შეთანხმებასთან დაკავშირებით ისეთი ინტერპრეტაციები, რომლებიც ცალსახად ეწინააღმდეგება აღნიშნული შეთანხმების პრინციპებსა და არსს. ამ შეთანხმებაში არავითარ საბაჟო საზღვრებზე საუბარი არაა. საუბარია ტერმინალებზე, რომლებიც უნდა განლაგდნენ 2011 წლის შეთანხმებით განსაზღვრულ სავაჭრო დერეფნების შესასვლელში და გასასვლელში. ამავე დროს, ეს არის შეთანხმება საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის და იქ არსად აფხაზეთი ან .. სამხრეთ ოსეთი მოხსენიებული არაა,“– განაცხადა აბაშიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა რომ 2011 წლის შეთანხმებამ სიცხადე შეიტანა იმ საკითხში, თუ სად გადის საქართველოს საბაჟო საზღვარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები