LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის პრეზიდენტის განცხადება პირდაპირი მუქარაა – გია ვოლსკი

61

“რუსეთის პრეზიდენტის განცხადება პირდაპირი მუქარაა, რადგან პუტინი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესესებს უპირისპირდება,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, პუტინს დაპყრობითი პოლიტიკა აქვს და მისი ხედვაც ასეთია.

„პუტინი თავის გარშემო პოლიტიკის განხორციელებას არ დაუშვებს საკუთარი ნების ან ინტერესების გათვალისწინების გარეშე. მე, როგორც ერთ დეპუტატს, შემიძლია ვთქვა, რომ თუკი საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის ნატოში სურს გაწევრიანება, ეს განვითარება აგრესიული მიმართულებით არავისკენ არ მოხდება. ერთადერთი, რაც ჩვენი მისწრაფებაა, ვიყოთ უზრუნველყოფილი უსაფრთხოებით გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა არ შეეხოს საქართველოს ის აგრესია, რაც ჩვენ დღევანდელ ჩრდილოვან მეზობელს აქვს,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები