LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შსს-ს თანამშრომელი გაიტაცეს – “რუსთავი 2”

48

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შსს-ს თანამშრომელი გაიტაცეს. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ე.წ. მესაზღვრეების მიერ გატაცებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომელი, 1974 წელს დაბადებული, თორნიკე აბლოთია.

ტელეკომპანიის ცნობით, ოკუპაციის ხაზთან ახლოს მდებარე სოფელ ზარდიანთკართან სპეცრაზმელი ნორმატივებს აბარებდა, რა დროსაც საოკუპაციო ძალებმა აიყვანეს. გატაცებულ სპეცრაზმელს ამ დროს სირბილი ევალებოდა.  მეთაურმა ნორმატივის შესრულება, საოკუპაციო ხაზის ახლოს დაავალა.

ადგილობრივი სამართალდამცავები მომხდარ ფაქტს ადასტურებენ. თუმცა, შსს-ს ცენტრალურ აპარატში კი ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ინფორმაციას ამოწმებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები