LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის სკოლაში ნაჯახით შეიარაღებული მოზარდი მოსწავლეებს თავს დაესხა

60

რუსეთში, ულან-უდეს ერთ-ერთ სკოლაში, გაკვეთილების მსვლელობის დროს ნაჯახით შეიარაღებული მოზარდი კლასში შეიჭრა და იქ მყოფ მოსწავლეებს თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად დაშავდა 6 მეშვიდე კლასელი და მასწავლებელი. სამი დაშავებულის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ.

სამართალდამცველები სკოლაში მომხდარ თავდასხმას ამ დრომდე იძიებენ.  პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა ამავე სკოლის მე-9 კლასელმა მოაწყო, დაკავების მცდელობისას მან თვითმკვლელობა სცადა და საკლასო ოთახის ფანჯრიდან გადახტა.

ის ძალოვანებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს და მოგვიანებით დაკითხავენ.

თავდასხმის მოტივი ამ დრომდე, უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები