LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩავიდა

75

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ორდღიანი ვიზიტით რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, რაშიდ ნურგალიევი ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში, ნურგალიევი დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს შეხვდა.

შეხვედრისას რაშიდ ნურგალიევმა აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს თანამშრომლობის დატვირთული გეგმა აქვთ მომდევნო ორი წლისთვის, რაც ნაბიჯ-ნაბიჯ მუშაობას ითხოვს“.

„არსებობს საკითხები, რომელთა განხილვა საჭიროა უშიშროების საბჭოს ხაზით, ასევე მოკავშირეობის შეთანხმების ის პუნქტები, რომელიც ძალოვან სტრუქტურებს ეხება,“ – აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.

თავის მხრივ, რაშიდ ნურგალიევმა აღნიშნა, რომ ასევე განიხილავს საბაჟო ორგანოების ინტეგრაციის საკითხებს და ტრანზიტული კორიდორის შექმნის შესაძლებლობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები