LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთისთვის დახმარების თხოვნა საზოგადოების გრძნობებზე თამაშია – გიგი უგულავა

29

„ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის დროს ხელისუფლებას, პირველ ყოვლისა, მეგობარი და პარტნიორი ქვეყნებისთვის დროულად უნდა მიემართა,“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, განაცხადა.

უგულავას თქმით, რუსეთისთვის დახმარების თხოვნა საზოგადოების გრძნობებზე თამაშია, ვინაიდან 9 წლის წინ რუსეთმა სწორედ ბორჯომის ტყე დაბომბა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ თურქეთთან მიმართვის დაგვიანება მოხდა: მიმართეს მას შემდეგ, როცა არ გაითვალისწინეს, რომ ქარი ამოვარდებოდა, არ ნახეს მეტეოროლოგიური პროგნოზი, ცეცხლი გავრცელდა და მან მიიღო არნახული მასშტაბები. ამას არავითარი საერთაშორისო პრაქტიკა არ არეგულირებს, ეს არის ჯანსაღი აზრის ტესტი, რომელიც, სამწუხაროდ, ამ მთავრობას არ გააჩნია. პირველ ყოვლისა, მეგობარი სახელმწიფოებისადმი მიმართვა დაგვიანდა. ამ მიმართულებით გამოჩნდა არათანმიმდევრულობა, სისუსტე, არაკომპეტენტურობა და სწორედ ამან განაპირობა ცეცხლის ის მასშტაბები, რომელიც მივიღეთ,“ – განაცხადა უგულავამ.

გიგი უგულავას თქმით, ხელისუფლებას რუსეთისთვის დასახმარებლად მაშინ უნდა მიემართა, როცა მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების დახმარებას შედეგი არ ექნებოდა.

„რუსეთისადმი მიმართვა გარკვეულ ტკივილებს შეიცავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია: 9 წლის წინ რუსეთმა ეს ტერიტორია დაბომბა, ამიტომ საზოგადოებისთვის ძალიან ძნელია ამის მიღება, რომ დღეს „დამხმარე“ და „ქვემოქმედი“ რუსეთი მოდის და გიქრობს ცეცხლს. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის გულისწყრომა ამასთან დაკავშირებით არის ლეგიტიმური, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმართოს მეგობარ, პარტნიორ ქვეყნებს, რომელთაც გაცილებით უფრო დიდი სიმძლავრეები აქვს, გაცილებით უფრო მალე შეუძლია მობილიზაცია და გაცილებით მალე შეუძლია, თუ დროზე მიმართავ, დახმარება. ხელისუფლებას აბსოლუტურად არ ესმის არც საერთაშორისო კონტექსტი, არც მოსახლეობის ტკივილები, არც ურთიერთობა, რას ნიშნავს პარტნიორი და რას ნიშნავს ოკუპანტი და მტერი“, – დასძინა უგულავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები