LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა აშშ-სთან გაფორმებული მემორანდუმი შეაჩერა, რომელიც მათ დაპირისპირებას გამორიცხავდა

22

რუსეთმა შეაჩერა აშშ-სთან გაფორმებული მემორანდუმი, რომელიც სირიაში ავიაციის უსაფრთხოებას და ინციდენტების თავიდან არიდებას უზრუნველყოფდა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყება მოუწოდებს გაეროს, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და განიხილონ აშშ-ს მიერ განხორციელებული დარტყმები.

მანამდე კი აშშ-ს მიერ სირიის ტერიტორიაზე განხორციელებულ დარტყმა რუსეთის პრეზიდენტმა სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიად შეაფასა.

ამერიკის სამხედრო ძალებმა გემებიდან სირიის ტერიტორიაზე ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს.

პენტაგონის წარმომადგენლის ინფორმაციით, სირიის ხელისუფლების ჰომსში მდებარე ავიაბაზა „შაირათის“ მიმართულებით,  60-მდე ტომაჰავკი გაუშვეს.

ამ ავიაბაზიდან ორშაბათს დილით სირიის ავიაციამ ქალაქ ხან-შეიხუნზე ქიმიური თავდასხმა განახორციელა, რომელმაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები