LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა С-500 გამოსცადა

48

რუსეთმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა С 500 გამოსცადა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია CNBC ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, გამოცდის დროს, ახალმა სისტემამ სამიზნე 480 კილომეტრში გაანადგურა.

რუსეთის ხელისუფლება C 500-ის შექმნას და გამოცდას ოფიციალურად არ ადასტურებს, თუმცა აშშ-ში ამბობენ, რომ რაკეტის მოქმედების მანძილმა წინა შედეგს 80 კილომეტრით გადააჭარბა.

ახალ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას ბალისტიკური რაკეტების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და ავიაციის, მათ შორის F 22-ისა და F 35-ის განეიტრალება შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები