LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალთან შესაძლოა, შემოვლითი გზა ააშენოს

108

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება და რუსეთი განიხილავენ „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის“ გავლით ტრანზიტის შესაძლებლობას. დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიბილოვმა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, რაშიდ ნურგალიევმა შესაძლო ტრანზიტის და სასაზღვრო ტერიტორიის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს „ცხინვალის რაიონში ჩატარებული ინსპექციის დროს.“

ტრანზიტზე შეთანხმების შემთხვევაში, ცხინვალთან აშენდება შემოვლითი გზა დიდი სატვირთო ავტომანქანებისთვის. ბიბილოვმა და ნურგალიევმა განიხილეს ზონკარის ხელოვნურ წყალსაცავზე მდებარე კაშხლის უსაფრთხოების საკითხი და იმყოფებოდნენ „ლენინგორის რაიონშიც,“ სადაც დაათვალიერეს რუსეთის დაფინანსებით აშენებული საბავშვო ბაღი.

2018 წლის მაისში მრავალწლიანი მოლაპარაკება რუსეთ-საქართველოს შეთანხმებით დასრულდა. საერთაშორისო ტენდერით შერჩეული შვეიცარიული კომპანია სავაჭრო დერეფნებში მონიტორინგს იწყებს.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყება ამ ხელშეკრულებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს საბაჟო დერეფანი მხოლოდ დე ფაქტო ცხინვალის ინტერესების გათვალისწინების შემდეგ ამოქმედდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები