LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა შესაძლოა საქართველოსთან მოლაპარაკებები შეწყვიტოს?

44

საქართველოსთან დაკავშირებით, ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭოს მიერ ხუთშაბათს მიღებულ გადაწყვეტილებას რუსეთი ტენდენციურს და არაკონსესურს” უწოდებს.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 3 მაისს ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭომ კენჭისყრის შედეგად დაამტკიცა „მორიგი არაკონსენსუსური გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ“.

„რია ნოვისტის“ ცნობით, ამის გამო, რუსეთი სერიოზულად დაფიქრდება გაგრძელდეს თუ არა საქართველოსთან ჟენევის მოლაპარაკებები მიმდინარე ფორმატში.

„თბილისი, დასავლეთის მფარველობით, აგრძელებს აწარმოოს საერთაშორისო ბაზრებზე პოლიტიკური ინტერესების დაცვა  და ცრუ პროპაგანდა, რომლის ერთადერთი მიზანია მეზობლებთან არ ჰქონდეს ნორმალური ურთიერთობები. საქართველოს დელეგაცია სისტემატურად ამბობს უარს, კონსტრუქციულად ითანამშრომლოს ჟენევის დისკუსიებში ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. ამ სიტუაციაში გვიწევს სერიოზულად დავფიქრდეთ არსებული ფორმატით ჟენევის შეხვედრების გაგრძელებაზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

3 მაისს ევროსაბჭომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტში პირველად დაფიქსირდა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის კონფლიქტია.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი შეიქმნა საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და მისი პირველი რაუნდი გაიმართა 2008 წლის 15 ოქტომბერს.