LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთს ბევრი თავისი „კატალონია“ აქვს – მიხეილ გორბაჩოვი

64

სსრკ-ის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის, განცხადებით, რუსეთს ბევრი თავისი „კატალონია“ აქვს. თავისი წიგნის „მე ვრჩები ოპტიმისტი“ პრეზენტაციისას მიხეილ გორბაჩოვს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა კატალონიაში შექმნილ სიტუაციაზე.

არ ვაპირებ ესპანური კატალონიის შესახებ საუბარს. არ ვისაუბრებ ამ თემაზე, ვინაიდან ჩვენ ძალიან ბევრი ჩვენიკატალონიაგვაქვს, რომელთანაც კიდევ მოგვიწევს ბევრი რამეს გარკვევა, – განაცხადა მიხეილ გორბაჩოვმა.

კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 1-ელ ოქტომბერს გაიმართა. რეფერენდუმზე მისული ამომრჩევლების 90%-მა მხარი დაუჭირა კატალონიის დამოუკიდებლობას. ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლება არაკანონიერად მიიჩნევს რეფერენდუმს და მის შედეგებს არ აღიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები