LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთს დიდ ფასს გადავახდევინებთ იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვენს ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის – აშშ

42

ჩვენ ვიმუშავებთ რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და რუსეთს დიდ ფასს გადავახდევინებთ იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვენს ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის,”- ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ ჰოგან გიდლიმ განაცხადა.

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მათში გაოცება არ გამოუწვევია.

„არჩევნების შედეგებით გაოცებული არ ვართ. ჩვენ ვიმუშავებთ რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და რუსეთს დიდ ფასს გადავახდევინებთ იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვენს ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის. თუმცა, ჩვენ ასევე ვსწავლობთ ერთობლივი მოქმედების შესაძლებლობებს იქ, სადაც ეს ჩვენს ინტერესებს პასუხობს“, – აღნიშნა ჰოგან გიდლიმ.

საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 18 მარტს ჩატარდა. ბიულეტენების 99,84%-ის დათვლის შედეგად, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 76,6% მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები