LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთს დროშა და ჰიმნი არ ექნება

28

5 დეკემბერს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა რუსეთის ოლიმპიური გუნდის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. ორშაბათს გაირკვევა, დაუშვებენ თუ არა რუს სპორტსმენებს 2018 წლის ზამთრის თამაშებზე, რომელიც პიონჩანგში გაიმართება.

როგორც გაზეთ „სოვეტსკი სპორტისთვის“ გახდა ცნობილი, რუს ოლიმპიელებს სანახევროდ დასჯიან. მათ დაუშვებენ ზამთრის თამაშებზე, ოღონდ ნეიტრალური სტატუსით. კერძოდ, ისინი იასპარეზებენ რუსეთის დროშის, ჰიმნისა და სიმბოლიკის გარეშე და ეცმევათ თეთრი ფორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები