LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთს ხელები სირიელი ბავშვების სისხლში აქვს გასვრილი – ნიკი ჰეილი

97

რუსეთს ხელები სირიელი ბავშვების სისხლში აქვს გასვრილი, – განაცხადა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაერო-ში აშშ-ს ელჩმა, ნიკი ჰეილიმ.

მისივე თქმით, აშშ რეაგირების გარეშე არ დატოვებს ასადის რეჟიმის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას.

„მონსტრს, რომელიც პასუხისმგებელია ამ თავდასხმაზე, ნამუსი არ აქვს და მკვდარი ბავშვების სურათებით არ აღელდება“, – აღნიშნა ნიკი ჰეილიმ.

გაერო-ში რუსეთის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთის რეჟიმი, რომელსაც ხელები ასევე სირიელი ბავშვების სისხლში აქვს გასვრილი, არ შეიძლება შერცხვენილ იქნას ამ საზარელი სურათებით“.

“რუსეთს შეეძლო შეეჩერებინა ეს უაზრო ხოცვა-ჟლეტა, მაგრამ რუსეთი ასადს უჭერს მხარს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. რა აზრი აქვს ასეთი ხალხის შერცხვენას? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არც ერთი ცივილიზებული მთავრობა საქმეს არ დაიკავებდა ასადის მკვლელ რეჟიმთან“, – განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

7 აპრილს, სირიაში,  ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად სულ მცირე 70 ადამიანი დაიღუპა. აშშ-მ აღნიშნულში ბრალი ასადის რეჟიმს დასდო.

სირიის ხელისუფლება უარყოფს რაიმე კავშირს ქიმიური იარაღის გამოყენებასთან და ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები