LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთსა და აფხაზეთს მჭიდრო კოორდინაცია ექნებათ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად – ვლადიმერ პუტინი

111

რუსეთსა და აფხაზეთს მჭიდრო კოორდინაცია ექნებათ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთში ყოფნისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, განაცხადა.

„მოლაპარაკებების დროს შევთანხმდით კიდევ უფრო მჭიდრო კოორდინაციაზე გამოწვევებისა და საფრთხეების წინააღმდეგ კავკასიაში. საკვანძო როლს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაში კვლავაც აფხაზეთში მყოფი რუსეთის გაერთიანებული სამხედრო ბაზა შეასრულებს,“ – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში 2013 წლის შემდეგ პირველად  გუშინ, 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან 9 წლისთავზე ჩავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები