LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში აბორტის აკრძალვის თაობაზე მიმართვას პატრიარქმა კირილმა ხელი მოაწერა

120

რუსეთის პატრიარქმა კირილმა აბორტის აკრძალვის შესახებ მოქალაქეებისადმი მიმართვას მოაწერა ხელი, საპატრიარქოს ინფორმაციას რუსულენოვანი „ბიბისი“ ავრცელებს.

ხელმოწერებს საზოგადოებრივი მოძრაობები „სიცოცხლისთვის“ და „მართლმადიდებელი მოხალისეები“ აგროვებენ, კირილმა ხელი მიმართვას მათთან შეხვედრისას მოაწერა.

რუსეთის პატრიარქის წარმომადგენელი განმარტავს, რომ საუბარი არ არის აბორტის სრულ აკრძალვაზე, არამედ – სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სისტემიდან მის ამოღებაზე.

„ამაში ახალი არაფერია, ეკლესიის პოზიცია ყოველთვის ეს იყო და დარჩება უცვლელად. რადგანაც მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება, პატრიარქმა პრობლემაზე ყურადღების გასამახვილებლად დოკუმენტს ხელი მოაწერა. აბორტების სრულ აკრძალვაზე ახლა საუბარი არ არის“.

თუმცა, „ბიბისი“ წერს, რომ მოსკოვის პატრიარქატის საიტზე განთავსებულ მიმართვის ტექსტში, რომელიც შეთანხმებულია პატრიარქის შესაბამის კომისიასთან, სწორედ აბორტის სრულად აკრძალვაზეა საუბარი.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ ჩასახული ბავშვი უკვე უნდა იქნას აღიარებული ადამიანად და მისი დაცვა კანონით უნდა იყოს დაცული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები