LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში ალკოჰოლის ნაცვლად შხაპის სითხის დალევის გამო 53 ადამიანი გარდაიცვალა

42

რუსეთში, ქალაქ ირკუტსკში შხაპისთვის განკუთვნილი სითხის დალევის შედეგად სულ მცირე 53 ადამიანი გარდაიცვალა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ამავე მიზეზით რამდენიმე მოქალაქე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. პოლიცია შხაპის სითხეს მაღაზიებიდან იღებს.

გამომძიებლების თქმით, გაფრთხილება, რომ სითხის დალევა არ შეიძლებოდა, არ გაითვალისწინეს.

სითხეს „ბოიარიშკინი“ ჰქვია, მასში ადამიანისთვის ძალიან საშიში ტოქსიკური ნივთიერება მეთანოლი აღმოჩნდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, მსხვერპლი გაჭირვებული ფენის წარმომადგენლები არიან, მათი ასაკი 35-დან 50 წლამდეა და მომწამვლელი სითხე ერთად დალიეს.

„ბიბისი“ წერს, რომ საყოფაცხოვრებო სითხეებს  პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ზოგჯერ ალკოჰოლის იაფ ალტერნატივადაც გამოიყენებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები