LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში აქციებზე 40 ადამიანი დააკავეს

81

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე რუსეთის მასშტაბით 40 ადამიანი დააკავეს. დაკავებები რამდენიმე ქალაქში აქციების დროს მოხდა, სხვაგან კი ნავალნის შტაბის კოორდინატორები და თანამშრომლები აიყვანეს.

დღეს, 7 ოქტომბერს, პუტინის დაბადების დღეა. სპეციალურად ამ დღეს გამართულ აქციაზე, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პოლიტიკოსის დარეგისტრირებას ითხოვენ. ბევრ ქალაქში აქციები ადგილობრივ ხელისუფლებასთან არ არის შეთანხმებული. მოსკოვში ნავალნის მხარდამჭერი აქცია ადგილობრივი დროით, დღის 2 საათზე დაიწყო.

4 ოქტომბერს ნავალნიმ განაცხადა რომ 7 ოქტომბერს, ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეზე, რუსეთის 80 ქალაქში პიკეტები მოეწყობოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები