LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში აშშ-ის ახალი ელჩი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ნდობის აღდგენაზე მუშაობას აპირებს

48

რუსეთში აშშ-ის ახალმა ელჩმა, ჯონ ჰანთსმანმა, განაცხადა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ნდობის აღდგენაზე მუშაობას აპირებს.

როგორც რუსეთში აშშის ელჩი, ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობის აღდგენასა და ორმხრივი ურთიერთობის განმტკიცებაზე მუშაობას ვაპირებ, – განაცხადა დიპლომატმა კრემლში გამართულ რწმუნებითი სიგელების გადაცემის ცერემონიაზე.

აშშ-ის ახალმა ელჩმა, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთის საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს, რათა აზრთა გაცვლა მოხდეს“.

ვიმედოვნებ, რომ რუსეთში მგზავრობისას ბევრ რუსს გავიცნობ, რაც საშუალებას მოგვცემს, უკეთ გავიგოთ, რა აერთიანებს ჩვენს ხალხს, – დასძინა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები