LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში ავტობუსისა და მატარებლის შეჯახების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

75

რუსეთში, ქალაქ ვლადიმირთან, ავტობუსისა და მატარებლის შეჯახების შედეგად 16 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს.

რამდენიმე მგზავრი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ორი ბავშვი იმყოფება.

ავტოსატრანსპორტო შემთხვევა ღამით რკინიგზის სადგურ პოკროვკასთან მოხდა. ერთმანეთს ყაზახური სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტობუსი და სანქტ-პეტერბურგი-ნიჟნი ნოვგოროდის მატარებელი შეეჯახნენ. ავტობუსში უზბეკეთის 55 მოქალაქე და ორი ყაზახი მძღოლი იმყოფებოდა.

სარკინიგზო ლიანდაგების გადაკვეთის დროს ავტობუსი მწყობრიდან გამოვიდა. მორიგემ ამის შესახებ მატარებლის მემანქანეს აცნობა, თუმცა საგანგებო დამუხრუჭების მიუხედავად, მატარებელმა შეჩერება ვერ მოახერხა და ავტობუსს შეეჯახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები