LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში ბიჭები გოგონები იქნებიან: პირველად ისტორიაში ბურთებს გოგონები მიაწვდიან

44

მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის მატჩში ტურნირის მასპინძელი რუსეთი საუდის არაბეთს შეხვდება. მუნდიალის პირველ თამაშში ფეხბურთელებს ბურთებს… გოგონები მიაწვდიან. მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ასეთი რამ პირველად მოხდება.

ეს პატივი ერგოთ ფეხბურთელ გოგონებს კლუბიდან “კადეტები” (ქალაქი არჰიზი, თათრეთის რესპუბლიკა).

“ფეხბურთელებს უყვართ თავისუფალი დროის ერთად გატარება. მაგალითად, შარშან, მათ ერთად მოინახულეს ყაზანში კონფედერაციათა თასის პარკი და რონალდინიოს შეხვდნენ”, – აღნიშნა პროექტის ორგანიზატორმა “კადეტებზე” საუბრისას.

ეს გოგონათა გუნდი 13-16 წლის ფეხბურთელებისგან შედგება.

გახსნის მატჩზე ბურთის მიწოდების უფლებისთვის იბრძოდნენ მოყვარული მოთამაშეების გუნდები, რომლებმაც „ტყავის ბურთი – Coca-Cola თასის“ გათამაშებაზე შეიტანეს განაცხადი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები