LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში იარაღი არ იქნება

63

რუსეთის იმ ქალაქებში, რომლებიც 2018 წელს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებენ, ტურნირის მსვლელობისას იარაღის გაყიდვა აიკრძალება.

საუბარია სანადირო იარაღზე, შაშხანებსა და ტრავმატულ პისტოლეტებზე.

14 ივნისიდან 15 ივლისამდე აკრძალავენ ყველაფერს, რაც სამოქალაქო იარაღს უკავშირდება: დამზადება, გაყიდვა, გაფორმება, ტარება. სპეციალიზებულ მაღაზიებში დაილუქება ვიტრინები და იარაღის საწყობები.

მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები გაიმართება მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, როსტოვში, ყაზანში, კალინინგრადში, სოჭში, სარანსკში, სამარაში, ნიჟნი ნოვგოროდში, ეკატერინბურგსა და ვოლგოგრადში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები