LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში „კანონიერი ქურდი“ რუსლან გეგეჭკორი, მეტსახელად „შლიაპა უმცროსი“, დააკავეს

1051

კრასნოიარსკის მხარის პოლიციამ და ბელგოროდის ოლქის სამართალდამცველებმა „კანონიერი ქურდი“ რუსლან გეგეჭკორი („შლიაპა უმცროსი“) დააკავეს და რუსეთიდან გააძევეს.

გავრცელებული ინფორმაცით, 31 წლის რუსლან გეგეჭკორმა კრასნოიარსკის მხარის ტერიტორიაზე მოიხადა სასჯელი. 2017 წელს ის რუსეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად აღიარეს, რამდენიმე დღის წინ კი ქვეყნიდან მისი გაძევება გადაწყდა.

გამოცემა „პრაიმ კრაიმის“ ინფორმაციით, რუსლან გეგეჭკორი საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 2017 წლის თებერვალში ციხის მეჩეთში ჩეჩნებს და დაღესტნელებს სცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები