LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში მამაკაცმა 8 ადამიანი მოკლა

37

რუსეთში, ტვერის რაიონში მამაკაცმა რვა ადამიანი მოკლა. რუსული მედია საგამოძიებო უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია.

დაღუპულებს შორის ორი ქალი და ექვსი მამაკაცია. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ერთ-ერთი სოფელში, ქეიფის დროს დროს მოხდა.

45 წლის მოსკოველი, რომელიც ამ დრომდე ნასამართლევი არ ყოფილა, შემთხვევის დროს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

“სუფრაზე შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ეჭვმიტანილი სახლში წავიდა, მოიტანა სანადირო თოფი და რამდენჯერმე გაისროლა”, – წერენ რუსულ პრესაში.

იარაღი, რომელიც ეჭვმიტანილს ჰქონდა, რეგისტრირებულია და მის სახელზეა გაფორმებული. მსხვერპლთა იდენტიფიცირება  დასრულებული არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები