LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში ქურდებმა რესტორანში ფული ვერა, თუმცა, 50 კგ პელმენი მოიპარეს (ვიდეო)

49

ეკატერინბურგში, ღამით, უცნობმა პირებმა ქალაქის ცენტრში, პუშკინის ქუჩა № 12-ში მდებარე კაფე Замес-ი გაძარცვეს. ინციდენტის შესახებ სოციალურ ქსელში დაწესებულების ერთ-ერთი დამფუძნებელი, მზარეული ვლადიმერ ოლკნიცკი წერს.

ძარცვა ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა, როდესაც კაფეში მომხმარებლები უკვე აღარ იმყოფებოდნენ და ის უნდა დაეკეტათ. “დარბაზში მხოლოდ მზარეულები იყვნენ- გოგონები. სამი უცნობი ადამიანი შეიჭრა. მზარეულები შეშინდნენ. სალაროში თანხა არ იყო“,-აცხადებს წყარო და აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ სალაროში თანხა არ იყო, მძარცველებმა საყინულედან პელმენი წაიღეს.
ვლადიმირ ოლკნიცკის განცხადებით, საყინულეში 50 კილოგრამი პელმენი იყო.
მიყენებული ზარალის ოდენობა დგინდება. შემთხვევის შედეგად, დაწესებულების არც ერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.
კაფის მფლობელებმა განაცხადეს, რომ პოლიციაში განცხადება დაწერეს, ამჟამად კი ისინი ყაჩაღებს ეძებენ. შენობაში და დაწესებულების შესასვლელთან ვიდეოკამერები დამონტაჟდა, ყველა ჩანაწერი ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს გადაეცათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები