LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში საპროტესტო აქციების 700-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

148

რუსეთში საპროტესტო აქციების 700-ზე მეტი მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ «ОВД-инфо» წერს. გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არასრულწლოვნები არიან. რიგ შემთხვევებში სამართალდამცველები საკმაოდ უხეშად მოქმედებენ.

დაკავებულია აქციის ორგანიზატორი ალექსეი ნავალნიც. მას 30 დღით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შეგახსენებთ, აქცია „ის ჩვენი მეფე არ არის“ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციასთან დაკავშირებით რუსეთის მთელ ტერიტორიაზე ტარდება. რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში დემონსტრაციები ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ არის.

ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს გაიმართებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები