LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

51

რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში, მცირე ზომის თვითმფრინავ L-410-ის ჩამოვარდნის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილზე შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

„7 ადამიანი დაიღუპა, გადარჩა 3 წლის ბავშვი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

სულ თვითმფრინავის ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა.

მაშველების ინფორმაციით, „ხაბაროვსკის ავიახაზების“ თვითმფრინავი ხაბაროვსკიდან დაბა ნელკანში მიფრინავდა.

მან ასაფრენ ბილიკამდე ვერ მიაღწია და ხისტი დაშვება განახორციელა. თვითმფრინავის კორპუსი განადგურებულია, აფეთქება ან ხანძარი არ ყოფილა,“ – აღნიშნავენ უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები