LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთთან დიალოგის მხარდაჭერის მაჩვენებელი მაღალია – IRI

86

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აგრძელებს მკვეთრად პროდასავლური საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერას. ჯამში გამოკითხულთა 77 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს „მხოლოდ პროდასავლური და ევროკავშირისკენ“ მიმართული. 27 პროცენტი მიიჩნევს, რომ პროდასავლური, 50% კი ჰგონია, საგარეო პოლიტიკა რუსეთთან​ ურთიერთობის შენარჩუნებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

ამავე კვლევით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან დიალოგის მხარდაჭერის მაჩვენებელი კვლავაც მაღალია – 76%, ის 2017 წლის აპრილის შემდეგ 6 პროცენტით, ხოლო 2013 წლის თებერვალთან შედარებით, 19 პროცენტით შემცირდა.

კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონდე 1 500 საქართველოს მოქალაქე. რესპონდენტთა​ გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები