LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთთან ურთიერთობის დალაგება კარგია – დონალდ ტრამპი

108

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რაც მის მიერ ვლადიმერ პუტინისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვას მოჰყვა.

„მე რუსეთის პრეზიდენტს პუტინს დავურეკე და არჩევნებში გამარჯვება მივულოცე. წარსულში ობამამაც დაურეკა მას. „ფეიქ ნიუს“ მედია გადაირია, ვინაიდან მათ სურდათ, მე ის გამეკრიტიკებინა. ისინი ცდებიან. რუსეთთან და სხვებთან ურთიერთობის დალაგება კარგია, ცუდი არ არის,– დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, „რუსეთს შეუძლია ჩრდილოეთ კორეასთან, სირიასთან, უკრაინასთან, „ისლამურ სახელმწიფოსთან“, ირანთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში დახმარება“.

გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. კრემლის პრესსამსახურის განცხადებით, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.