LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა უნდა იყოს უფრო აქტიური – თენგიზ ფხალაძე [ვიდეო]

144

„უკიდურესად აღმაშფოთებელია გუშინდელი გადაწყვეტილებები ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. მორიგი ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით,“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ, განაცხადა.

ფხალაძის თქმით, განსაკუთრებულ შეშფოთებას ე.წ. შეიარაღებული ძალების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლა იწვევს.

„ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას არ აქვს იმის საშუალება, რომ საოკუპაციო ზოლი გადმოკვეთოს და, ელემენტარულად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დახმარება მიიღოს. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ე.წ. შეიარაღებული ძალების შესვლა რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. ეს არის ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო დაძაბავს უსაფრთხოების ისედაც საკმაოდ სუსტ გარემოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში და, კიდევ ერთხელ, ეს ორივე ნაბიჯი ხაზს უსვამს იმას, რომ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე უნდა იყოს უფრო აქტიური, უფრო ძლიერი იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი ნაბიჯები აღარ გადაიდგას,“ – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

პოპულალურები