LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსი ბავშვები ცეცხლში კი არ უნდა იწვოდნენ , რუსი აღარ უნდა იბადებოდეს და სხვის მიწა-წყალს აღარ უნდა იტაცებდეს”

162

ყოფილი პარლამენტარი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში, რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, რომელსაც ოფიციალური ინფორმაციით, 64 ადამიანი ემსხვერპლა, 76 კი დაშავდა. მათ შორის 41 ბავშვი.

მისი თქმით, რუსი ბავშვები ცეცხლში კი არ უნდა იწვოდნენ , რუსი ერი საერთოდ არ უნდა არსებობდეს.

არა, არა, არა, რუსი ბავშვები ცეცხლში კი არ უნდა იწვოდნენ , რუსი აღარ უნდა იბადებოდეს , აღარ უნდა მრავლდებოდეს, აღარ უნდა იზრდებოდეს , აღარ უნდა ღორდებოდეს და სხვის მიწა-წყალს აღარ უნდა იტაცებდეს, სხვის სამშობლოში სისხლის კალოს აღარ უნდა ლეწდეს და სხვისი შვილების დედები ძაძებით აღარ უნდა იმოსებოდნენ, სხვის ტერიტორიებზე ძმათა მკვლელ ომებს აღარ უნდა აჩაღებდეს , მილიონობით საკუთარ კარ-მიდამოსა და მიწა-წყალს მონატრებული დევნილი აღარ უნდა არსებობდეს, აღარც ბესლანი უნდა არსებობდეს და აღაც ნორდოსტი , სხვის კულტურულ მემკვიდრეობას აღარ უნდა აოხრებდეს , სხვის პატრიარქებს წვერით აღარ უნდა ათრევდეს და არ უნდა წამლავდეს, 200 წელიწადში სახლში რვაჯერ აღარ უნდა გივარდებოდეს , ანწუხელიძეს, შინდისის გმირებს, ტატუნაშვილებს , რომელაშვილებს, ოთხოზორიებს და ერის საამაყო გენოფონდს წამებით აღარ უნდა ჟლეტდეს , დედამიწამ სისხლი უნდა შეიშროს , ვანია და გალია უნდა დასრულდეს და რუსმა ერმაც უნდა
დაისვენოს ამდენი სისხლისგან, თორემ ვინ იცის ბუმერანგი ცხვი-პირში როდის შეგეხეთქება და არავინ იცის შურს როდის იძიებს კოსმოსი უდანაშაულო ხალხზე!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები