LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი მოსწავლეები საქართველოში მწვავე ნაწლავური ინფექციით დაავადდნენ – „როსპოტრებნადზორი“

71

რუსი სკოლის მოსწავლეები საქართველოში მწვავე ნაწლავური ინფექციით დაავადდნენ. ამის შესახებ „როსპოტრებნადზორი“ იტყობინება. უწყების ინფორმაციით, 3 არასრულწლოვანი, რომელიც საქართველოში ისვენებდა, სანკტ-პეტერბურგის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

უწყების ცნობით, ინფექცია, სავარაუდოდ, ენტეროჰემორაგიულმა ნაწლავურმა ჩხირმა გამოიწვია, რომლის ანალოგიც გერმანიაში 2011 წელს აღმოაჩინეს. „როსპოტრებნადზორი“ იტყობინება, რომ მომხდარის შესახებ ქართული მხარე საქმის კურსში უკვე ჩააყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები