LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი მსახიობი, ალექსეი ბატალოვი გარდაიცვალა

124

რუსი მსახიობი, ალექსეი ბატალოვი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან.

მსახიობის მეგობრის, ვლადიმირ ივანოვის თქმით, ბატალოვი „მშვიდად, ძილის დროს გარდაიცვალა“.

მსახიობი საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც თითქმის 5 თვის განმავლობაში იწვა. თებერვალში მას ოპერაცია გაუკეთეს.

ალექსეი ბატალოვი მონაწილეობდა ფილმებში „მიფრინავენ წეროები“, „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“, „წელიწადის 10 დღე“ და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები