LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი პარლამენტარი იმ ზღვაში დაიხრჩო, სადაც ადამიანები არ იძირებიან

153

მკვდარ ზღვაში რუსი პარლამენტარი დაიხრჩო. პარტია ЛДПР-ის (რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია) წევრი 67 წლის ვასილი ტარასიუკი ისრაელში შვებულებას ატარებდა. დეპუტატი მაშველებმა წყლიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამედიცინო ჯგუფის მისვლისას, დეპუტატს პულსი აღარ ესინჯებოდა და უკვე გარდაცვლილი იყო. რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო.

ჟირინოვსკის თანაპარტიელი რუსეთში ყველაზე მდიდარ დეპუტატად მიიჩნეოდა.

მკვდარ ზღვაში მარილის მაქსიმალური შემცველობის გამო, ტურისტები ამ ზღვაში ცურვას ზედმეტი მოძრაობების გარეშე ახერებენ და უმოძრაო მდგომარეობაში, წყალზე მწოლიარე გაზეთსაც კი კითხულობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები