LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი სამხედროების მიერ გატაცებული ქართველი გაათავისუფლეს

31

რუსი სამხედროების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია. თამაზ ილურიძემ ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორი უკვე დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ჯარიმის გადახდის გარეშე გაათავისუფლეს.

თამაზ ილურიძის გათავისუფლებას “ფორტუნას” უდასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. თუმცა გადაიხადეს თუ არა მის გასათავისულფებლად ჯარიმა, ამაზე “სუს”-ში არ საუბრობენ.

გათავისუფლებულს შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში გადაიყვანენ, სადაც ის სამართალდამცველებს დაკავებისა და გათავისუფლების დეტალებზე მოუყვება.

გორის რაიონის სოფელ ფლავისმანთან რუსმა სამხედროებმა ადგილობრივი მაცხოვრებელი თამაზ ილურიძე გუშინ დააკავეს. ილურიძე სოფლის საძოვარზე საქონელს თანასოფლელთან ერთად მწყემსავდა. რუსმა სამხედროებმა ორივე მწყემსი დააკავეს, თუმცა ერთ-ერთმა, გელა გიუნაშვილმაგაქცევა მოახერხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები