LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსკა მაყაშვილი „ჩემი ცოლის დაქალებში“ ითამაშებს

433

რუსკა მაყაშვილი პოპულარულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ გამოჩნდება. ახალახან სერიალის კიდევ ერთმა მსახიობმა, ბახვა ბრეგვაძემ მასა და გიორგი ბახუტაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო „ფეისბუქზე“ განათავსა.

სანდო წყაროსგან შევიტყვეთ, რომ რუსკა სერიალში ხანგრძლივი დროით შევა და აჩიკო სოლოღაშვილის პერსონაჟის, ბექას შეყვარებულს განასახიერებს. როგორც ამბობენ, რუსკას სახასიათო და კარგი როლი შეხვდა.

„ჩემი ცოლის დაქალებში“ მსახიობის ხილვა უკვე ამ კვირის სერიაში შეგვეძლება.

რუსკა „რუსთავი 2“-თან აქტიურად თანამშრომლობს. ის „ნიჭიერის“ ჟიურის მეხუთე, დამატებით წევრად მიიწვიეს. გარდა ამისა, უძღვებოდა „X ფაქტორის“ მეორე სეზონსაც, რასაც შესანიშნავად გაართვა თავი.

სხვათა შორის, პოპულარობა რუსკამ სწორედ სერიალში შესრულებული როლით მოიპოვა.  სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“ ანჩოს ასახიერებდა.

 

db0573e4-6dbc-4c1f-95c6-afd1011bfce3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები