LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსკა მაყაშვილი: „მშობიარობას მეუღლეს არავითარ შემთხვევაში არ დავასწრებ…“

143

რუსკა მაყაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ თავის ფეხმძიმობაზე საუბრობს. „ნიჭიერის“ ჟიურის წევრი, მსახიობი უკვე ცხრა თვის ორსულია, მიუხედავად ამისა, აქტიური ცხოვრების წესზე და მუშაოაბზე უარი არ უთქვამს.

რუსკა აღნიშნავს:

„უმარტივესი ორსულობა მაქვს. არც ტოქსიკოზს შევუწუხებივარ და არც განსაკუთრებული მოთხოვნები მაქვს. არც მადა მომმატებია და არც კილოგრამები. მაგრამ ახლა უკვე, მშობიარობის დროა და მუცელი ძალიან დიდია, რაც ცოტა სასაცილოდ ჩანს გამხდარ ტანზე (იცინის). მინდა, რომ ბავშვს არაფერი მოაკლდეს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ლაღი ბავშვობა ჰქონდეს. ზუსტად ვიცი, რომ მე საუკეთესო დედა ვიქნები, სანდრო – საუკეთესო მამა და ირგვლივ საუკეთესო ბებია-ბაბუები ეყოლება ვაჟბატონს (იცინის)“.

კითხვაზე, დაასწრებს თუ არა მშობიარობას ქმარს, მსახიობი პასუხობს:

„არავითარ შემთხვევაში. ჩემი აზრით, ეს უდიდესი შეცდომაა. ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად არასწორია, რომ ქმარმა უყუროს ცოლის არანორმალურ მდგომარეობას. ასე რომ, ქმარს არასდროს დავასწრებ მშობიარობის პროცესს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები