LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს

94

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, შიდა ქართლში, სოფელ აძვიდან ორი ადგილობრივი გაიტაცეს.

როგორც სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, ისინი რუსმა ოკუპანტებმა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტეროტორიაზე დააკავეს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს.

წინასწარი ინფორმაციით, დაკავების მიზეზი ე.წ.საზღვრის დარღვევიაა.

სოფელ აძვის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.