LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

60

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან კიდევ ერთი პირი დააკავეს.

ე.წ. “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის” ბრალდებით დაკავებული სოფელ რიყეს მკვიდრია. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურში  აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და უწყება მუშაობს დაკავებულის გასათავისუფლებლად.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსმა ოკუპანტებმა წალენჯიხის მცხოვრები, ახალგაზრდა მამაკაცი იმავე ბრალდებით დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები