LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის გამზირზე არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე 17 წლის მოზარდი დააკავეს

110

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე მომხდარი არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე 17 წლის მოზარდი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ის ცნობით, ბრალდებულმა 19 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2002 წელს დაბადებულ მ.მ.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უწყებაში განმარტავენ, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მიმდინარე წლის 21 დეკემბერს სოფელ წეროვანში დააკავეს.

ამ დროისთვის დაჭრილი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მკურნალობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები